წესდება

წესდება


მუხლი 1
ზოგადი დებულებები

1.1. –––––––––––––––––––––––––––––––––––– წარმოადგენს საქართველოს
(სუბიექტის სახელწოდება)
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ

არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

1.2. სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
1.3. საზოგადოების სახელწოდება: _____________________________________
________________________________________________________________________
1.4. სამართლებრივი ფორმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
1.5. იურიდიული მისამართი ____________________________________________
1.6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.

1.7. საზოგადოების საქმიანობის მიზნები:
* ხელი შეუწყოს საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებას;
* ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და გაძლიერებას;
* ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვას;
* ხელი შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში.



1.8. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.

1.9. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.


მუხლი 2
საზოგადოების დამფუძნებლები

2.1. საზოგადოების დამფუძნებლები არიან:

1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
იურიდიული პირის შემთხვევაში საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ)

2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
იურიდიული პირის შემთხვევაში საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ)


3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
იურიდიული პირის შემთხვევაში საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ)







მუხლი 3
საზოგადოების მართვა

საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს დამფუძნებელთა/წევრთა საერთო კრება;

3.1 საერთო კრება
3.1.1. საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს დამფუძნებელთა/წევრთა საერთო კრება;
3.1.2. საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ კალენდარული წლის სექტემბრის პირველ ორშაბათს ან/და საჭიროებისამებრ;
საერთო კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი;
3.1.3. საერთო კრება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით.
3.1.4. საერთო კრების წევრებს კრების ჩატარების დროის, ადგილის და განსახილველ საკითხთა ნუსხის შესახებ უნდა ეცნობოს სხდომის ჩატარებამდე 5 სამუშაო დღით ადრე.
3.1.5. საერთო კრება:
ა. ირჩევს საზოგადოების პრეზიდენტს ფარული კენჭისყრით ხმათა უმრავლესობით 1 წლის ვადით;
ბ. ირჩევს საზოგადოების გამგეობას 6 წევრის შემადგენლობით ფარული კენჭისყრით, 1 წლის ვადით;
გ. ისმენს საზოგადოების პრეზიდენტის ანგარიშს;
დ. დამსწრეთა ¾ით წყვეტს საზოგადოების რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის საკითხს;
ე. დამსწრეთა შემადგენლობის 2/3 - ით შეაქვს ცვლილებები და დამატებები საზოგადოების წესდებაში.
3.1.6. საერთო კრების მოწვევის უფლება აქვს:
ა. საზოგადოების პრეზიდენტს;
ბ. საზოგადოების გამგეობის 1/3 -ს;
გ. საზოგადოების წევრთა 1/3 - ს.
3.2. საზოგადოების გამგეობა:
3.2.1. საზოგადების გამგეობა აირჩევა 1 წლის ვადით საერთო კრების მიერ. 3.2.2. გამგეობა წარმოადგენს საზოგადოების მმართველ ორგანოს;
3.2.3. გამგეობა იკრიბება თვეში ერთხელ, ვადამდელი მოწვევის უფლება აქვს გამგეობის წევრთა 1/3-ს ან საზოგადოების თავმჯდომარეს;

3.2.4. გამგეობა:
ა. წევრთა უმრავლესობით განსაზღვრავს საზოგადოების პოლიტიკას და მისი საქმიანობის მიმართულებებს;
ბ. საზოგადოების მიზნების მისაღწევად ქმნის ჯგუფებს საზოგადოების შიგნით და განსაზღვრავს მათ კომპეტენციას;
გ. განიხილავს და ამტკიცებს პროექტებს, დებულებებსა და შეთანხმებებს სხვა პირებთან;
დ. პრეზიდენტის წარდგინებით განიხილავს და წყვეტს პირის საზოგადოების წევრად მიღების საკითხს.
3.3 საზოგადოების პრეზიდენტი:
3.3.1. საზოგადოების პრეზიდენტი აირჩევა საერთო კრების მიერ 1 წლის ვადით;
3.3.2. საზოგადოების პრეზიდენტი წარმართავს საზოგადოების საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;
3.3.3. საზოგადოების პრეზიდენტი:
ა) ხელმძღვანელობს საერთო კრების მუშაობას;
ბ) ხელმძღვანელობს და ხმის უფლებით სარგებლობს გამგეობის სხდომებში;
გ) წარმოადგენს საზოგადოებას სხვა პირებთან ურთიერთობაში;
დ) გამგეობასთან შეთანხმებით დებს გარიგებებს საზოგადოების სახელით;
ე) წარმართავს საზოგადოების ყოველდღიურ საქმიანობას;
ვ) გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს პროექტებს, პროგრამებსა და დებულებებს.

მუხლი 4
საზოგადოების ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა

4.1 (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანო (ორგანოები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) შექმნის (არჩევის) წესი და უფლებამოსილების ვადა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა განისაზღვრება დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით ამავე წესდებაში.
წესდებაში სავალდებულოდ უნდა მიეთითოს მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს წევრებისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმძღვანელი პირის (პირების) შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი)
4.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები), მისი (მათი) არჩევის წესი და უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით ამავე წესდებაში.
წესდებაში სავალდებულოდ უნდა მიეთითოს მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), დაბადების ადგილი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი).


4.1 საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან:
1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
იურიდიული პირის შემთხვევაში საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ)

2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
იურიდიული პირის შემთხვევაში საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ)







მუხლი 5
დამფუძნებელთა/წევრთა უფლებები და მოვალეობები


(დამფუძნებელთა/წევრთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით ამავე წესდებაში.
წესდებაში სავალდებულოდ უნდა მიეთითოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად მიღების, წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის წესი, თუ იგი წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია)


5.1. საზოგადოების წევრი შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი სრულწლოვანი მოქალაქე, თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესდების და საზოგადოების გამგეობის მიერ შემუშავებული აპლიკაციის მოთხოვნებს;
5.2. საზოგადოების წევრობის მსურველმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საზოგადოების პრეზიდენტს,
5.3. საზოგადების წევრობის მსურველის განცხადებას განიხილავს გამგეობა და 1 თვის ვადაში გადაწყვეტს წევრად მიღების საკითხს;
5.4. უარი წევრად მიღებაზე უნდა იყოს დასაბუთებული;
5.5. საზოგადოების დამფუძნებლები და შემდგომ მიღებული წევრები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ;
5.6. საზოგადოების გამგეობას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საპატიო წევრის მიღების შესახებ თუ მას დიდი წვლილი მიუძღვის საზოგადოების განვითარებაში და იზიარებს მის ღირებულებებს. საზოგადოების საპატიო წევრზე არ ვრცელდება ამ წესდებით დადგენილი ნორმები.
5.7. საზოგადოების წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების საქმიანობაში;
ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს საზოგადოების პრეზიდენტად ან გამგეობის წევრად;
გ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ;
დ) მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების საერთო კრების მუშაობაში.
5.8. საზოგადოების წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას ამ წესდების მოთხოვნები;
ბ) გაუფრთხილდეს საზოგადოების ქონებას და ავტორიტეტს;
გ) აქტიური მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების საქმიანობაში;
დ) შეასრულოს გამგეობის მიერ მასზე დაკისრებული სხვა მოვალეობები.
5.9. საზოგადოების წევრობის შეწყვეტა ხდება:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) გამგეობის მიერ მისი გარიცხვის შემთხვევაში თუ იგი არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;
გ) გარდაცვალების შემთხვევაში;
დ) სასამართლოს მიერ მისი ქმედუუნაროდ აღიარების შემთხვევაში.




მუხლი 6
საზოგადოების ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

6.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაცია ხორციელდება მიზნის მიღწევის შედეგად, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის
საფუძველზე, გაკოტრებისას ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 381 მუხლის შესაბამისად.
6.3. ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.
6.4. დამფუძნებელთა/წევრთა გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
6.5. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლები/წევრები. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:
ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;
ბ) ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;
გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
6.6. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.
6.7. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებმა/წევრებმა არ განსაზღვრეს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.
6.8. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი პრეზიდენტი ან გამგების წევრთა 3/4 ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი.


მუხლი 7
დასკვნითი დებულებები

7.1. წინამდებარე წესდება (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება) ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის/წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.
7.2. თუ ამ წესდების (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმების) რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
7.3 ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.


__________________________ /________________________/ (დამფუძნებლის/წევრის სახელი, გვარი) (ხელმოწერა)


__________________________ /________________________/ (დამფუძნებლის/წევრის სახელი, გვარი) (ხელმოწერა)


__________________________ /________________________/ (დამფუძნებლის/წევრის სახელი, გვარი) (ხელმოწერა)





(წესდება ხელმოწერილი უნდა იყოს ყველა დამფუძნებლის/წევრის მიერ, ხელმოწერები უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან შესრულდეს მარეგისტრირებელ ორგანოში)

No comments:

Post a Comment